რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ გამოსცადა

ნახვები: 393 რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ გამოსცადა

რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ გამოსცადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, რაკეტამ კამჩატკის ნახევარკუნძულზე წინასწარ მომზადებული სამიზნე გაანადგურა. ტესტირებას თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა, რომელმაც წარმატებული გამოცდის შესახებ პრეზიდენტს აცნობა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, „სარმატს“ ანალოგი არ გააჩნია და მოწინააღმდეგე კარგად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე რუსეთს დაემუქრება.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, „სარმატს“ თანამედროვე ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემებისთვის თავის არიდების უნარი გააჩნია.

როგორც „სიენენი“ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის მიერ დაგეგმილი სარაკეტო გამოცდის შესახებ აშშ წინასწარ იყო ინფორმირებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა