თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პუტინთან მოლაპარაკება იმ ნიანგთან საუბარს ჰგავს, რომელსაც შენი ფეხი ყბებში აქვს-ჯონსონი

ნახვები: 357 პუტინთან მოლაპარაკება იმ ნიანგთან საუბარს ჰგავს, რომელსაც შენი ფეხი ყბებში აქვს-ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ომის შეჩერების მცდელობას ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გზით შეუძლებელია, რადგან მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკება ჰგავს იმ ნიანგთან ვაჭრობას, რომელსაც დაჭერილი ჰყავხარ.

ჟურნალისტებთან ინტერვიუში, ჯონსონმა აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინასთან საუბარი იმ შემთხვევაში ენდომება, თუ მოლაპარაკებებში ძლიერის პოზიციაში იქნება.

“ძალიან რთულია წარმოვიდგინო როგორ შეძლებენ უკრაინელები პუტინთან მოლაპარაკებას, მისი [პუტინის] არაკეთილსინდისიერების გათვალისწინებით. მისი სტრატეგია, ნათელია, რომ უკრაინის იმხელა ნაწილის მითვისებაა, რამდენსაც შეძლებს და ალბათ რაღაც ტიპის მოლაპარაკებების ძლიერის პოზიციიდან გამართვაა.

როგორ შეძლებ ნიანგთან მოლაპარაკებას, როცა მას ყბებში შენი ფეხი უდევს. ესაა სირთულე, რომლის წინაშეც უკრაინელები დგანან. ჩვენ უბრალოდ სტრატეგიას უნდა მივყვეთ, მათთვის იარაღის მიწოდება განვაგრძოთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მეორე მხრივ კი ჯონსონის აზრით ზელენსკის მაქსიმალისტური პოზიცია აქვს და სურს რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინიდან გააძევოს. თუმცა, ჯონსონის აზრით უკრაინა ყირიმთან დაკავშირებით, შესაძლოა გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

„უკრაინის პრეზიდენტის ხედვა, თუ მე სწორად მესმის, მე მას ბევრს ვესაუბრები, რუსული ძალების დონეცკსა და ლუგანსკში არსებული პოზიციებიდან განდევნაა. ეს საკმაოდ მაქსიმალისტური პოზიციაა, თუმცა ყირიმის შემთხვევაში ისინი ასეთი მაქსიმალისტები არ არიან“, - განაცხადა ჯონსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა