თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა, პუტინმა კი „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა

ნახვები: 449 სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა, პუტინმა კი „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მარიუპოლში ქარხანა „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინმა შტურმს არამიზანშეწონილი უწოდა. მან მოითხოვა „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის ბლოკირება ისე, რომ „ბუზი ვერ შეფრინდეს“. შტურმის გაუქმება კი მან რუსი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით განმარტა.

„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც უნდა ვიფიქროთ, ანუ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, თუმცა მოცემულ მომენტში მით უმეტეს, ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში შეძრომა და ამ სამრეწველო ობიექტებში მიწისქვეშ ხოხვა. დაბლოკეთ ეს სამრეწველო ზონა ისე, რომ ბუზი ვერ შეფრინდეს. შესთავაზეთ კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ დრომდე არ დაყარა იარაღი, გააკეთონ ეს. რუსული მხარე მათ სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს ყველა შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიხედვით. ყველასთვის, ვინც დაჭრილია, აღმოჩენილი იქნება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერს, მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა. შოიგუს განცხადებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბლოკირებულია 2 000-ზე მეტი მებრძოლი. ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებს სამი-ოთხი დღეს სჭირდებათ, რათა „აზოვსტალთან“ დაკავშირებით სამუშაო დაასრულონ.

„ამჟამად ქალაქში ვითარება მშვიდია, საშუალებას გვაძლევს, დავიწყოთ წესრიგის დამყარება, მოსახლეობის დაბრუნება და მშვიდობიანი ცხოვრების ნორმალიზება. რაც შეეხება მათ, ვინც იმალება ქარხანა „აზოვსტალში“ და საფუძვლიანად არის იქ ბლოკირებული, ჩვენ დაგვჭირდება დაახლოებით სამი-ოთხი დღე, რათა დავასრულოთ სამუშაო „აზოვსტალშიც“, – განაცხადა შოიგუმ.

შოიგუს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად მთელ მარიუპოლს აკონტროლებენ, მებრძოლები კი საიმედოდ არიან ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა