გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევს სჭირდება მეტი იარაღი, რომ რუსეთის დიქტატურა შეაჩეროს

ნახვები: 293 ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევს სჭირდება მეტი იარაღი, რომ რუსეთის დიქტატურა შეაჩეროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის პარლამენტს სიტყვით მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, მეტი შეიარაღება გადასცენ უკრაინას, რათა რუსეთის შეჩერება მოხერხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი დაემუქრება სხვა ქვეყნებსაც.

„პორტუგალიელები ძალიან კარგად აცნობიერებთ, რას გრძნობს სხვა ხალხი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ის ხალხი, ვინც იცავს მშვიდობას. თქვენ იცით, რა მოაქვს სიკვდილს და დიქტატურას უკრაინაში. უკრაინის შემდეგ, ისინი იმავეს გაკეთებას შეეცდებიან მოლდოვაში, საქართველოში, ბალტიის ქვეყნებში და სხვაგანაც, სადაც რუსეთს შეუძლია, ადვილად დაიბანოს ხელი. რუსეთის შეჩერება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ რუსეთის დიქტატურა უკრაინაში. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. იმედი მაქვს, თქვენ ასევე დაუჭერთ მხარს რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას“, – განაცხადა ზელენსკიმ

ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დანაშაულებებზე, რომელიც რუსეთის არმიამ უკრაინაში ჩაიდინა.

„ჩვენ გვჭირდება მეტი მძიმე შეიარაღება, ტანკები, არტილერია, ყველაფერ, რითიც შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ. რატომ დაიწყო რუსეთმა ომი? რატომ უკრაინაში? რადგან მას სურს კონტროლი მთელ აღმოსავლეთ ევროპაზე, რათა გაანადგუროს დემოკრატია უკრაინაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა