ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნედ პრაისი - საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი

ნახვები: 336 ნედ პრაისი - საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი

საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტმა იკითხა, რა კონკრეტულ სამხედრო ან ეკონომიკურ დახმარებას განიხილავს აშშ, თუ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს ან მოახდენს საქართველოს ტერიტორიის ანექსიას.

„საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს მხარდაჭერა და ეს პარტნიორობა სხვადასხვა გზით, მათ შორის უკანასკნელ თვეებში. არ განვავრცობ ჰიპოთეზებს, რა შეიძლება ვიხილოთ მოსკოვის მხრიდან, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, და მათ შორის უკრაინის მაგალითზე, რომ აშშ ამ რეგიონში პარტნიორების ერთგულია. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც იცის, როგორია რუსული აგრესიის კვალი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა ეს აგრესია 2008 წელს. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა