ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთის არმიამ „აზოვსტალის“ ქარხანა შტურმით ვერ აიღო

ნახვები: 469 რუსეთის არმიამ „აზოვსტალის“ ქარხანა შტურმით ვერ აიღო

„აზოვის“ ერთ-ერთი მეთაურის განცხადებით, ვიდრე ისინი მარიუპოლში რჩებიან, ქალაქი უკრაინას ეკუთვნის. ამის შესახებ განცხადება „ბიბისისთან“ ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა გააკეთა.

მისივე თქმით, მარიუპოლის დამცველები არ აპირებენ დანებებას, თუმცა მზად არიან, ქალაქი იარაღით ხელში დატოვონ, თუ შეთანხმების შესრულების გარანტიას მესამე მხარე გასცემს.

პალამარის განცხადებით, რუსეთის არმია ცდილობდა, შტურმით აეღო „აზოვსტალის“ ქარხანა, სადაც ისინი არიან გამაგრებული.

„ისროდნენ ზღვიდან, მძიმე ბომბებს აგდებდნენ, ზალპუტი ცეცხლის სისტემებიდან ისროდნენ. ცდილობდნენ, ტანკების მხარდაჭერით სამხედრო კოლონით შემოჭრილიყვნენ, თუმცა უშედეგოდ“, – ამბობს აზოვის მეთაურის მოადგილე.

პალამარს არ დაუკონკრეტებია, როდის ცდილობდნენ რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ შტურმით დაკავებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა