Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ-მიხეილ სარჯველაძე დავით არახამიას განცხადებაზე

ნახვები: 338 ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ-მიხეილ სარჯველაძე დავით არახამიას განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გულდასაწყვეტია დავით არახამიასგან ისეთი შეფასებების მოსმენა, როგორიც გუშინ გააკეთა.

 

საუბარია უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ შთაბეჭდილება დარჩა, საქართველოდან სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩავიდა.

 

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ივარაუდა, რომ „კიდევ იარსებებდა ბაცილა“, რომელიც შეეცდებოდა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავებას.

 

„გულდასაწყვეტია, როცა ასეთ შეფასებებს ვისმენთ, როგორიც ბატონი არახამიასგან მოვისმინეთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ რეალური აღმოჩნდა ყველა ის განცხადება, პოზიცია, მოსაზრება, რომელიც გამოითქმებოდა. რამდენიმე დღის წინ ვივარაუდე, რომ მაინც იარსებებდა რაღაც ბაცილა, რომელიც შეეცდებოდა რამენაირად კიდევ გაემწვავებინა, გაერთულებინა ან გაეფუჭებინა ორ მოძმე ხალხს, ორ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

დეპუტატის თქმით, დავით არახამიას ინტერესები და ღირებულებები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებისა და ღირებულებების თანაზიარა და წარმოადგენს მთავარ ღირებულებად არა უკრაინის ან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, არამედ მიზნად ისახავს ვიწროპარტიული ხაზის გატარებას.

 

„ბატონი არახამიას შემთხვევაში ურთიერთობების დაძაბვის სურვილს შეიძლება, განაპირობებდეს ერთადერთი მიზეზი – მისი ღირებულებების სისტემა თანაზიარია იმ ინტერესებისა და ღირებულებებისა, რომელიც აქვს საქართველოში ომის პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ხაზის გატარება, რომელი ღირებულებების სისტემითაც არც უკრაინის და არც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები არ ექცევა როგორც მთავარი ინტერესი და ღირებულება, არამედ ვიწროპარტიული ხაზის გატარება არის ყოველთვის ამ პარტიებისა და ამ კატეგორიის ხალხის მთავარი საზრუნავი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის ამ მორიგ მცდელობას, რომ რაღაცა ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება ფართო გამოხმაურება და ფართო მხარდაჭერა. რეალობა არის ასეთი – ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ. არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება. ეს არ არის არც უკრაინის და არც საქართველოს ინტერესში“, – განაცხადა სარჯელაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის კეთილმეგობრული ურთიერთობები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

„წუხილით ვსაუბრობ ამ თემაზე, რადგან ნამდვილად მაწუხებს საქართველოს ინტერესი, ნამდვილად მაწუხებს უკრაინის ინტერესი, ნამდვილად მაწუხებს საქართველოსა და უკრაინის კეთილმეგობრული ურთიერთობები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღეს უკრაინისთვისაც მათ შორის. ამიტომაც მგონია, რომ არასწორია, როდესაც უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი ასეთ დამოკიდებულებას ავლენს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა