ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 208 ბავშვი დაიღუპა, 387 დაშავდა

ნახვები: 382 რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 208 ბავშვი დაიღუპა, 387 დაშავდა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, 23 აპრილის დილის 10:00 საათის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 208 ბავშვი დაიღუპა, 387 - დაშავდა. 

თუმცა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოკლული და დაჭრილი ბავშვების ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან საოკუპაციო ძალები აგრძელებენ აქტიურ სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში. 

დენისოვას მაგალითებიც მოჰყავს. უკრაინის ომბუდსმენი წერს: 

5 წლის ბავშვი მაშინ დაიჭრა, როცა რუსეთი ზაპოროჟიაში სამოქალაქო დასახლებებს ბომბავდა.  

რუსეთის ფედერაციის მიერ აკრძალული კასეტური ბომბის გამოყენების შედეგად, მიკოლაევში 11 წლის ბავშვი ნამსხვრევებით გულ-მკერდის არეში დაიჭრა. 

"რუსეთის საოკუპაციო ძალების ასეთი მოქმედებები ჰააგის და ჟენევის კონვენციების პირდაპირი დარღვევაა. აგრესორი გამომწვევად აგრძელებს ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების ხელყოფას, რომელიც მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გარანტირებულია გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით. 

მე მოვუწოდებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, რუსეთის სამხედრო შემოჭრის შედეგების გამოძიების დროს ბავშვთა უფლებების დარღვევა გაითვალისწინოს. 

მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს, დახუროს ცა უკრაინის თავზე და მიაწოდონ საჭირო იარაღი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად". - აცხადებს ლუდმილა დენისოვა. 

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა