ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

არ გვაქვს დრო, ვუყუროთ როგორ კვდება ნელი სიკვდილით სააკაშვილი-ნიკა მელია

ნახვები: 402 არ გვაქვს დრო, ვუყუროთ როგორ კვდება ნელი სიკვდილით სააკაშვილი-ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მელიამ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, გადადგან აქტიური ნაბიჯები ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კომუნიკაციით.

მელიას თქმით, დღეს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საქართველოს დასავლური მომავალი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

„მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ გადაიდგას მათი მხრიდან ძალიან აქტიური ნაბიჯები მთავრობასთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კომუნიკაციით, რომ ჩვენი ერის მისწრაფება ევროპული არ დარჩეს მისწრაფებად და იქცეს რეალობად. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება ეს ბოროტი, წინასწარ განზრახული ქმედებები და იდგმება ნაბიჯები, რომელიც გულისხმობს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ეს ნაბიჯები არ ანადგურებს მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არამედ ანადგურებს ამ ქვეყნის დასავლურ, კეთილ და ნათელ მომავალს.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და ჩვენი ევროპული და დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, მოვისმინეთ არერთი განცხადება ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების, მეუფე ნიკოლოზის განცხადება, არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მხრივ. ის იბრძვის სიცოცხლისთვის, ამიტომ ჩვენ დრო, იმისათვის, რომ ვუყუროთ როგორ კვდება ნელი სიკვდილით მიხეილ სააკაშვილი არ გვაქვს და ვერ გვექნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიხეილ სააკაშვილის, რომელიც აქ არის დატყვევებული თვეების განმავლობაში, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია უდრის დიახაც, ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს და ეს მინდა იცოდეს ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა“, - განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა