ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სერგეი ლავროვი - ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია

ნახვები: 429 სერგეი ლავროვი - ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია

ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება. მე არ ვისურვებდი, რომ ახლა, როდესაც რისკები მართლაც ძალზე არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად გაიზარდოს. ამის მსურველი კი ცოტა არ არის“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ასეთი ომის დაწყებისკენ ნაბიჯად კი მან უკრაინაში დასავლური ქვეყნების ჯარების შესაძლო გაგზავნა დაასახელა.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ ზელენსკისა და მისი გუნდის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც ითხოვენ ლამის ნატო-ს ჯარების შეყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად. და ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ისინი მისცემენ შეიარაღებას, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ასხამს ცეცხლზე ნავთს. მათ სურთ ამ შეიარაღების მიწოდებით აიძულონ უკრაინელები, ეომონ რუსეთს ბოლო ჯარისკაცამდე, ოღონდ კი ეს კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ოღონდ კი, როგორც ისინი იმედოვნებენ, რუსეთი მისგან უფრო და უფრო დაზარალდეს“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დასავლური ქვეყნები თითქოს მოსკოვსა და კიევს შეთანხმების საშუალებას არ აძლევენ.

„ჩვენ მტკიცედ ვიცით, რომ არც აშშ და არც დიდი ბრიტანეთი არ ურჩევენ ზელენსკის, დააჩქაროს მოლაპარაკებები, არამედ ყოველ ჯერზე გაამკაცროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ მარტის ბოლოს სტამბოლში გამოცხადებული საკუთარი პოზიციისგან უკან დაიხია. რუსი მინისტრის ცნობით, ამ მოლაპარაკებებზე ერთადერთხელ შეინიშნებოდა წინსვლა. ლავროვის მტკიცებით, უკრაინამ რუსეთს შეთავაზებების სია გადასცა, რომლის შეთანხმების საფუძვლად ასაღებად მზად იყო რუსეთი. თუმცა, მისივე თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პოზიცია შეიცვალა. „მაშინ მათ წარმოგვიდგინეს თავიანთი კონტრიდეები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც გაკეთდა სტამბოლში. უზარმაზარი ნაბიჯი უკან“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ამასთან მან განაცხადა, რომ საბოლოოდ მხარეები რამე შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

„როგორც ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც გამოიყენება შეიარაღებული ძალები, ყველაფერი შეთანხმებით დასრულდება. თუმცა, მისი პარამეტრები განისაზღვრება სამხედრო მოქმედებების იმ სტადიით, რომელზეც ეს შეთანხმება რეალობად იქცევა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ინტერვიუში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა