ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დავით უსუფაშვილი - ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უტრიალდება ხოლმე

ნახვები: 346 დავით უსუფაშვილი - ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უტრიალდება ხოლმე

ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უტრიალდება. ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯერი მოვიდა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, სადაც თითქოს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, უნდა გაირკვეს, რით არის საქართველოს მთავრობა დაკავებული - დავალებების შესრულებით, თუ საქართველოს ინტერესების დაცვით. „ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უტრიალდება ხოლმე. ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯერი მოვიდა. ამიტომ ეს საკითხი არის გასარკვევი. პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვაზე, მას ჰქონდა თუ არა ის შეხვედრები რაც ამ ჩანაწერებშია ნახსენები და ამის მერე უნდა დადგეს საკითხები იმის შესახებ, საქართველოს მთავრობა რითია დაკავებული, ამ ტიპის დავალებების შესრულებით, თუ საქართველოს ინტერესების დაცვით. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა