ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მონტაჟია - რა ადასტურებს, რომ ავთენტურია?-პაპუაშვილი ჩანაწერებზე

ნახვები: 363 მონტაჟია - რა ადასტურებს, რომ ავთენტურია?-პაპუაშვილი ჩანაწერებზე

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის საუბარი ისმის, ფალსიფიკაცია და მონტაჟია.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს იმისთვის, რომ "ქვეყანა ჩათრეული იყოს ომში".

"ჩვენ გუშინ ვიზუალურადაც კი ვიხილეთ, როგორ მზადდება და როგორ ხდება დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც მგონი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია, როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამაში ჩართული. როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზირება პარტიის და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიების მიერ, როგორ ხდება შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის სირცხვილიას მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. ეს არის სასკოლო მაგალით, როგორ მზადდება და ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია"- ამბობს პაპუაშვილი.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პაპუაშვილი ასე პასუხობს:

"ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება და მედიაწიგნიერება, განსაკუთრებით, მედიაში, რომ არსებობდეს. რა ადასტურებს, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური? პირველი - არაფერი არ მიუთითებს, რომ არის ავთენტიკური, მეორე - არანაირი ფაქტი არაა, თუკი არის საუბრები, ამას ფაქტები ხომ უნდა მოჰყვეს? არც ფაქტი არ არის... ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა პირიქით - ადრესატმა" - ამბობს პაპუაშვილი.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა