თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ავთენტური რომც იყოს, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე-კობახიძე ჩანაწერებზე

ნახვები: 356 ავთენტური რომც იყოს, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე-კობახიძე ჩანაწერებზე

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის საუბარი ისმის, ავთენტური რომც იყოს, "საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე".

 

კობახიძის თქმით, საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს.

 

"პირველ რიგში, ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, მეორე - რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ეს ავთენტურია, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ხდება პროდუქტის ექსპორტირება, იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერია და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში", - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს "გარკვეულ სერიოზულ ფარგლებში" უკრაინაც ინარჩუნებს.

 

"აქედან გამომდინარე, ის, რომ საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ამაში არ არის არაფერი არც კანონსაწინააღმდეგო და არც ამორალური, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა უკრაინაც ინარჩუნებს ასეთი ტიპის ურთიერთობებს რუსეთთან", - განაცხადა მან.

 

კობახიძემ მოგვიანებით დაამატა: "როდესაც ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი?"

 

ჟურნალისტის კითხვაზე, "როცა ერთ-ერთი პირი სანქციებულია, ეს არ არის გასაკვირი?", კობახიძემ თქვა, რომ "როგორც იცის, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა, ავსტრალიაა".

 

"ამაშიც არის საინტერესო დეტალები", - თქვა მან.

 

ევტუშენკოვს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.

 

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

 

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

 

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა