ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შანტაჟის ინსტრუმენტია-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 312 რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შანტაჟის ინსტრუმენტია-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შანტაჟის ინსტრუმენტია.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის ქმედება უსამართლო და მიუღებელია და მიუთითებს რუსეთის, როგორც ბუნებრივი აირით მომმარაგებლის არასანდოობაზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ სათადარიგო გეგმები ამ სცენარისთვის და ევროკომისია მჭიდრო კავშირშია მათთან, რათა უზრუნველყოს ალტერნატიული მიწოდება და მთელს ბლოკში შეინარჩუნოს მარაგის საუკეთესო დონე.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ახლა იმართება ბუნებრივი აირის საკითხებში საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რათა განისაზღვროს ევროკავშირის კოორდინირებული პასუხი.

„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ალტერნატიული ნაკადების უზრუნველსაყოფად და მე გავაგრძელებ მუშაობას ევროპელ და მსოფლიო ლიდერებთან, ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროპელებს შეუძლიათ, ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა