გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

უკრაინული მხრიდან განცხადებები შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს-თეა წულუკიანი

ნახვები: 286 უკრაინული მხრიდან განცხადებები შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს-თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა მტკიცებულებები იმაზე, რომ კოორდინირებული ძალისხმევა მიმდინარეობდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა იყო.

 

მინისტრმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

 

როგორც წულუკიანი ამბობს, სამწუხაროდ, ამ კოორდინირებულ ძალისხმევაში საქართველოში ჩართული აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა“.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ბატონი არესტოვიჩის განცხადებების კასკადი ერთსა და იმავეს ადასტურებს. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვაცხადებდით, რომ კოორდინირებული ძალისხმევა იყო სახეზე, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა, თუ ეს მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების განცხადებად რჩებოდა თებერვალში, უკვე მარტში უკრაინის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა პირველი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ბოლო დღეებში კი ყველასათვის აშკარაა, რომ ჩვენი განცხადება ამასთან დაკავშირებით იყო რეალური. კოორდინირებული ძალისხმევა, რომლის, ჟარგონზე ვიტყვი, გაშიფვრაც ახლა მიმდინარეობს, თუ რა იდგა ამ ყველაფრის უკან, იყო რეალურ ფაქტებზე დამყარებული. კერძოდ, ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს სულ მცირე აგრესიულ, საომარ ვერბალურ პოლიტიკაში და პროცესში ჩართვა იყო მიზანი ამ კოორდინირებული ძალისხმევისა. რასაკვირველია, ამ ძალისხმევის მთავარი მიზანი გახლდათ, საქართველოში ამტყდარიყო ომი. ეს ასე ვერ მოხდა, ასე ვერ მოხდება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც უნდათ, რომ ვიყოთ. სამწუხაროდ, ამ კოორდინირებულ ძალისხმევაში ჩართული აღმოჩნდა უკრაინული მხარე, ხოლო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უკრაინაშიც მყარად აქვს ფესვები გადგმული“, – განაცხადა თეა ლუწუკიანმა.

 

წულუკიანმა ასევე შეაფასა ალექსეი არესტოვიჩის კიდევ ერთი განცხადება, სადაც ამბობს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

 

თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, თუმცა არა ომის, სისხლის ღვრის ხარჯზე.

 

„რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ისტორიული შანსი, დაიკავოს და შევიდეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ ომგამოვლილი თაობა ვართ, ჩემი თაობის ჩათვლით, ამას ყოველთვის სჭირდება ხაზგასმა. ჩვენ არ დავუშვებთ ომს და მე, როგორც ამ ქვეყნის და ჩემი კუთხის შვილი, ვთვლი, რომ საკმარისია ის ქართული, აფხაზური და ოსური სისხლი, რომელიც დაიღვარა და ასეთი სისხლი აღარასდროს დაიღვრება ამ ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ, მაგრამ ამის წინაპირობა იქნება არა ვინმეს დაღვრილი სისხლი, არამედ ერთმანეთისადმი გაწვდილი ხელი, კვლავ დამეგობრება და იმ გზაზე დადგომა, რომელიც ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან გვაკავშირებდა. ამიტომაც მესმის მათი გაწბილება და არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინული მხრიდან ეს განცხადებები კიდევ უფრო აგრესიული გახდეს. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა გვაბარია და ამ ქვეყანას უნდა მივხედოთ მშვიდობიან, სტაბილურ პირობებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა