ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთმა ასობით ბრიტანელ დეპუტატს საპასუხო სანქციები დაუწესა

ნახვები: 336 რუსეთმა ასობით ბრიტანელ დეპუტატს საპასუხო სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრს, მათ შორის დაუნინგ სტრიტის შტაბის უფროსს სტივ ბარკლეს და თემთა პალატის სპიკერს, ლინდსი ჰოილს სანქციები დაუწესა.

სანქციები გულისხმობს პოლიტიკოსების რუსეთში შესვლის აკრძალვას. ეს იმის საპასუხოდ ხდება, რაც დიდმა ბრიტანეთმა 11 მარტს, 386 რუსი დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

სანქცირებულ რუს პოლიტიკოსებს შორის არიან როგორც კონსერვატიული, ისე ლეიბორისტული პარტიის დეპუტატები.

“ამ პირებმა, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება აღარ აქვთ, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლონდონში ანტირუსული სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში და წვლილი შეიტანეს დიდ ბრიტანეთში რუსოფობიური ისტერიის უსაფუძვლო გაღვივებაში,” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის მდივანი ჯორჯ უესტისი, ბრექსიტის მინისტრი ჯეიკობ რის-მოგი, კონსერვატიული კანონმდებლები ჯერემი ჰანტი და სტივ ბეიკერი ბრიტანელ სანქცირებულ დეპუტატებს შორის მოხვდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა