თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას-NGO-ები

ნახვები: 431 აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას-NGO-ები

საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები შემაშფოთებლად აფასებენ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შინაარსს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს. 

NGO-ები აცხადებენ:

"მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველოს სტრატეგიულმა მოკავშირე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთს და კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესეს, საქართველოს ხელისუფლება ამ ღონისძიებებს არ შეუერთდა, მეტიც, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა სანქციები არაფექტიანად შეაფასა, მოგვიანებით კი, გაიმეორა მოსაზრება ომის გამო უკრაინელი ხალხის დასჯა-ჩაგვრისა და უკრაინის ტერიტორების დამატებით ოკუპაციის შესახებ. ამ ფონზე, ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებულ ინტერესსა და შეშფოთებას იწვევს ნებისმიერი ინფორმაცია ქართული მხარის მათთან შეხვედრისა და შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, მით უფრო, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან". - აცხადებენ ორგანიზაციები. 

ამასთან, ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ აუდიოჩანაწერის შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და გავლენას საქართველოს მთავრობის მეთაურზე.

"მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს და რუს ოლიგარქებს ერთმანეთისგან არ მიჯნავენ და მათი სანქცირება რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმად განიხილება, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია სანქცირებულ რუს ბიზნესმენეთან, ბიზნესებთან და მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია.

ამის გათვალისწინებით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის გამართული საუბარი რიგითი ბიზნეს მოლაპარაკებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს". - წერია NGO-ების განცხადებაში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია:

  • საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურის ან/და სხვა თანამდებობის პირების მიერ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ან სანქცირებულ ოლიგარქებთან, მათ ბიზნესებთან ან წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისა და მათი შინაარსის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მათ შორის, გაკეთდეს სარწმუნო განმარტებები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებულ ოლიგარქ ევტუშენკოვის წარმომადგენელთან შეხვედრის შინაარსის შესახებ;

  • დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა, სანდო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ამ საკითხზე დამაჯერებელი განმარტებების წარმოდგენა არის ხელისუფლების ინტერესშივე, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველო არანაირი ფორმით არ მონაწილეობს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში;

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყოს მოკვლევა ჩანაწერში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება. მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობოს საზოგადოებას.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ბანკები და საზოგადოება
  • მედიის განვითარების ფონდი
  • Europe for Georgia
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა