ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა დესტაბილიზაციის, არეულობის მოსაწყობად-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 350 სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა დესტაბილიზაციის, არეულობის მოსაწყობად-ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლსობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გარკვეული მისიით ჩამოვიდა, რაც ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით იკვეთება.

მისივე განმარტებით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, რათა დესტაბილიზაცია, ქაოსი და არეულობა მოეწყო.

ირაკლი ზარქუას თქმით, ქვეყანას არა ომში ჩართვა, არამედ სტაბილურობა და განვითარება სჭირდება.

„მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის დადგმული სპექტაკლები ჰქონდა, რისი მიზანიც იყო, რაღაც ჯგუფებს შესცოდებოდათ და შემდეგ ხელისუფლების მიმართ მომართვა იქნებოდა, რომ გამოგვეშვა.  გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მას მისჯილი აქვს საერთაშორისო კანონმდებლობითაც, არსებობს იმის რისკი, რომ საქართველო ჩართული იყოს ომში, რომლის პირდაპირი, თუ ირიბი მცდელობა აქვთ.  რამდენიმე დღის წინ, კიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში რომ იყოს, ომი დაწყებული იქნებოდა, მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდაო.

როგორც უკვე იკვეთება, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსული იყო იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია, ქაოსი, არეულობა მოეწყო, რადგან მართლა გიჟი ხომ არ არის, რომ ჩამოვიდა. აღმოჩნდა, რომ მას გარკვეული მისია ჰქონდა, რაც ვერ შედგა და ამიტომ არიან შეშფოთებული. საქართველოს ომში ჩართვა არ სჭირდება, მოსახლეობა ომოს წინააღმდეგია, ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება. სააკაშვილის ჯანმრთელობას მოიგონებენ, შიმშილობას თუ სხვა რამეს, ეს კინო უკვე ნანახია და ამაზე ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ. შიმშილობაც მისი უფლებაა და არშიმშილობაც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა