ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა -იენს სტოლტენბერგი

ნახვები: 342 უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა -იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, რომ უზრუნველყოს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სტოლტენბერგის თქმით, მხარდაჭერა მოიცავს როგორც პრაქტიკულ ნაწილს, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას.

„უკრაინაში სასტიკი შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა – რომლებიც არ არიან ნატო-ს და ევროკავშირის წევრები. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და  ასევე ახლო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ უფრო ახლოს ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა