რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე-მამუკა ხაზარაძე

ნახვები: 386 სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე-მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.

„ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში.

მიზეზი – კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული „ალფა ჯგუფის“ აქციონერობაა.

„ალფა ჯგუფს“ კომპანია „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ „იმედის“ დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.

გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:

სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.

მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა