ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

ნახვები: 356 უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს, იბრაჰიმ კალინს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერმაკმა თურქ კოლეგას აცნობა ფრონტზე არსებული სიტუაციისა და აგრესორის წინაშე უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ერდოღანის წარმომადგენელთან ასევე ისაუბრა ქალაქ მარიუპოლში არსებულ უკიდურესად რთულ სიტუაციაზე. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. ზელენსკის ოფისის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინისთვის უსაფრთხოების ქმედითი საერთაშორისო გარანტიების სისტემის შემუშავებას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, უკრაინა დაინტერესებულია, რომ თურქეთი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების სისტემის ერთ-ერთი მხარე იყოს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა