ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ეწვია

ნახვები: 457 საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი, მილოშ ვისტრჩილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აეროპორტში მაღალი დონის სტუმარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი და საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი დახვდნენ.

ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. მილოშ ვისტრჩილი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება. დაგეგმილია ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა ქართველ კოლეგებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას. მილოშ ვისტრჩილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში. დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა