Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სააკაშვილს აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება, რასაც საკუთარი გადაწყვეტილებით არ იყენებს-რატი ბრეგაძე

ნახვები: 446 სააკაშვილს აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება, რასაც საკუთარი გადაწყვეტილებით არ იყენებს-რატი ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, საიდანაც გარკვეულ მედიკამენტებს არ იღებს, აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, რასაც საკუთარი გადაწყვეტილებით არ იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, მტკნარი სიცრუეა. ამასთან, მისივე განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი მშიერია, არის ტყუილი და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ.

რატი ბრეგაძის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიმართ ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

„აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც არის მტკნარი სიცრუე. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის მიეწოდებოდა მკურნალობა როგორც მე-12 დაწესებულებაში, ასევე მე-18 დაწესებულებაში. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ იგი გადაყვანილი იყო გორის სამედიცინო ჰოსპიტალში და ასევე სულ ცოტა ხნის წინ გაყვანილი იყო კვლევებზე მულტიპროფილურ დაწესებულებაში. ამის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, თითქოს მას არ მიეწოდებოდა შესაბამისი მკურნალობა, ბუნებრივია, არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი.

საუბარი იყოს იმის შესახებაც, თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა კვების გარეშე დატოვა, რაც ასევე არის ტყუილი. აუცილებელია, აქვე ხაზგასმით ითქვას, რომ იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერი კვების პროდუქტი და ბუნებრივია, მას აქვს უფლება, მიიღოს ამანათები და ამას რეგულარული ხასიათით იღებს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ის რჩება მშიერი, არის ტყუილი და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილს დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა.

„ეს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას და ყოველდღიურ რეჟიმში აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ სააკაშვილს აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, რასაც არ იყენებს საკუთარი გადაწყვეტილებით. სხვათა შორის, ექიმებიც აღნიშნავენ იმას, რომ მას მიეწოდება ყველა მედიკამენტი, რასაც სჭირდება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს, თუმცა მას მიწოდებული აქვს. მისთვის სრულად ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იგი საჭიროებს და სწორედ ამიტომ, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანგაჟირებულ სუბიექტებს მოვუწოდეთ მიზანმიმართული, დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა