ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სააკაშვილმა თავისი ჯანმრთელობით მანიპულირება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 472 სააკაშვილმა თავისი ჯანმრთელობით მანიპულირება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო-გურამ მაჭარაშვილი

სააკაშვილს უცხოეთში წასვლა რომ უნდა, ეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზად ნამდვილად არ გამოდგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებას ეწევა.

„მერამდენე წრეზე მივდივართ, აღარ ვიცი. სამწუხაროდ, პატიმარმა სააკაშვილმა თავისივე ჯანმრთელობით მანიპულირება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო, რაც არ გამოუვიდა. შემდეგ იყო სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლის სერია, რამაც შედეგი არ გამოიღო. ახლა ისევ პირველ ჩვენებაზე დაბრუნდნენ, რასაც სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება ჰქვია. რაც არ უნდა გააკეთოს, მოცემულობა შემდეგია – იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ არსებობს ოფიციალური მონაცემები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

საზოგადოებას არ სჯერა იმის, რასაც სააკაშვილი და მისი მომხრეები აცხადებენ. რა სერვისი არ მიეწოდება სააკაშვილს? – ამაზე კონკრეტულად ვერავინ საუბრობს. მას რომ უცხოეთში ყოფნა სურს და არ უნდა ციხეში, ასე რამდენიმე ათასი პატიმარია, ვისაც ამის სურვილი აქვს. სამწუხაროდ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. მას უცხოეთში წასვლა რომ უნდა, ეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზად ნამდვილად არ გამოდგება. ამბობენ, შეუძლებელია, საპატიმროში მისი მკურნალობა. ამის იქით არაფერს ამბობენ, რატომ არის შეუძლებელი? კონკრეტულად რა დაავადება აქვს და რა სამედიცინო სერვისი არ მიეწოდება? თუ ადამიანი თვითდაზიანების სერვისშია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას განუკურნებელი სენი სჭირს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა