ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ველოდები, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებას მომდევნო თვეში წარადგენს-კარლ ჰარცელი

ნახვები: 366 ველოდები, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებას მომდევნო თვეში წარადგენს-კარლ ჰარცელი

დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მომდევნო თვეში წარადგენს.

​„მქონდა პატივი, პრემიერ-მინისტრის ხელიდან მიმეღო პირველი პასუხები პირველ კითხვარზე. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მალე მივიღებთ მეორე კითხვარის პასუხებს. პროცესი კარგად მიდის, უკვე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქმე სიჩქარეს არ ეხება. საქმე ეხება პასუხების ხარისხს და ობიექტურ შეფასებას, რომელსაც გააკეთებს ევროკომისია ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს ეხება საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმს. რაც შეეხება ვადებს, მე ველოდები, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, როგორც კარლ ჰარცელმა განაცხადა, ის მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე და აღნიშნა, რომ პასუხების გამოქვეყნებაც ხელისუფლების გადასაწყვეტია.

„ამ შემთხვევაში, თამაშის წესები ის არის, რომ ევროკავშირი უტოვებს უფლებას მთავრობას, გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა კითხვარი და კითხვარის პასუხები. მე ძალიან მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე. ახლა მათი გადასაწყვეტია პასუხების გამოქვეყნება. რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი ან ევროკავშირის მოსაზრება, როდესაც გაიცემა, გახდება საჯარო“, – განაცხადა ჰარცელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა