თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რუსეთი ისრაელს უკრაინაში "ნეო-ნაცისტების" მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ნახვები: 465 რუსეთი ისრაელს უკრაინაში "ნეო-ნაცისტების" მხარდაჭერაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელი უკრაინაში "ნეო-ნაცისტებს" უჭერს მხარს. 

საგარეო უწყება გამოეხმაურა სკანდალს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას მოჰყვა, რომ ადოლფ ჰიტლერს "ებრაული სისხლი ჰქონდა", ხოლო ყველაზე "გამოკვეთილი ანტისემიტები, ებრაელები" იყვნენ. აღნიშნული განცხადების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩიც დაიბარა.

"ჰოლოკოსტის დროს ებრაელები საკუთარ თავს არ ანადგურებდნენ. ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში - ებრაელების მიმართ აშკარა რასიზმის გამოვლინებაა", - განაცხადა ლაპიდმა.

სამშაბათს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ რუსულმა უწყებამ განცხადება გაავრცელა და ლაპიდის სიტყვებს "ანტიისტორიული უწოდა", რომელიც "მეტწილად ხსნის ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის კურსს კიევის ნეო-ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერაში".

მოსკოვში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული ფესვები არ გამორიცხავს, რომ უკრაინას ნეო-ნაცისტები მართავენ.

უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი "დენაციფიკაციისა" და "დემილიტარიზაციის" უსაფუძვლო საბაბს იყენებს. მოსკოვი ცდილობს, დაამკვიდროს ნარატივი, რომ მეზობელ ქვეყანაში "კიევის ნეო-ნაცისტური რეჟიმია".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა