თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

რომის პაპის განცხადებით, ვიქტორ ორბანმა შეხვედრისას უთხრა, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრის დასრულებას 9 მაისს გეგმავს

ნახვები: 409 რომის პაპის განცხადებით, ვიქტორ ორბანმა შეხვედრისას უთხრა, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრის დასრულებას 9 მაისს გეგმავს

რომის პაპის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შეხვედრისას უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის დასრულებას 9 მაისს გეგმავს.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ამის შესახებ იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ორბანმა, როცა შევხვდი, მითხრა, რუსებს გეგმა აქვთ, 9 მაისს ყველაფერი დამთავრდება. ეს ასევე ხსნის ამ დღეების ესკალაციის სიჩქარეს, რადგან ახლა ეს არ არის მხოლოდ დონბასი, ეს არის ყირიმი, ეს არის ოდესა, ის ართმევს უკრაინას შავი ზღვის პორტს, ეს ყველაფერია. არ არის საკმარისი ნება მშვიდობისთვის. მე პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველა შესაძლო ჟესტი ომის შესაჩერებლად. ჯერ მოსკოვში უნდა წავიდე, ჯერ პუტინს შევხვდე, მაგრამ მე ასევე მღვდელი ვარ, რა უნდა ვქნა? მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, თუ პუტინი კარს გააღებს“, – განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

პონტიფიკოსმა უკრაინის ომი რუანდის გენოციდს შეადარა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა