ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბაიდენი: უკრაინის მხარდაჭერა იაფი არ იქნება, მაგრამ აგრესიის შეგუება უფრო ძვირი დაჯდება

ნახვები: 505 ბაიდენი: უკრაინის მხარდაჭერა იაფი არ იქნება, მაგრამ აგრესიის შეგუება უფრო ძვირი დაჯდება

პუტინის მსგავსი დიქტატორები უნდა შეჩერდნენ და მათ აგრესიას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს, რაც არ უნდა მაღალი იყოს წინააღმდეგობის ფასი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ალაბამაში, Lockheed Martin-ის ქარხანაში  განაცხადა, სადაც Javelin-ის სისტემები იწარმოება.

„ისტორიამ გვაჩვენა, თუ დიქტატორებს არ შეაჩერებ, მათ უფრო მეტი უნდათ“, - თქვა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა  შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.

„ეს ფული არის პირდაპირი ინვესტიცია თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად“, - თქვა მან.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლის ღირებულება "არ იქნება იაფი, მაგრამ მაგრამ აგრესიის შეგუება უფრო ძვირი დაჯდება“

Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებიდან 5000-ზე მეტი ერთეული უკვე გადაეცა უკრაინას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. პენტაგონმა აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ იარაღს ძალიან ეფექტურად იყენებენ.

 

ფოტო: Getty Images

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა