ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სტრასბურგის მიერ საქმის შესწავლის შეწყვიტა ნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება-სოზარ სუბარი

ნახვები: 466 სტრასბურგის მიერ საქმის შესწავლის შეწყვიტა ნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება-სოზარ სუბარი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მიხეილ საკაშვილის წამებაზე საუაბრი უკვე არასერიოზულია.

როგორც სუბარმა განაცხადა,ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის შესწავლა შეწყვიტა, ნიშნავს, რომ არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არ ემუქრება.

„როცა ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილის წამებაზე, ეს უკვე ანეკდოტებისა და ხუმრობის სფეროში გადავიდა, რადგან გვახსოვს, თითქოს, მას როგორ აწამებდნენ რაღაც დასხივებით, ეზოში მანქანა იდგაო და ასხივებდნენ. ეს ერთდღიანი ხუმრობის თემად იქცა. თურმე, შემდეგ იყო როგორ ხდებოდა, მისი ფარმაკოლოგიურ წამება და ესეც მალე ყველას დაავიწყდა. მიხეილ სააკაშვილი მიუღებელ და არაადეკვატურ ტერმინს იყენებს, რომ მისი ინვალიდიზაცია ხდება. თქვენი კოლეგები ამბობენ, მალე სააკაშვილი ბუჩქად თუ მცენარედ იქცევაო. ეს ყველაფერი ანეკდოტების თემაში გადავიდა. ადამიანის მიმართ რომ იყოს მართლა ჯანმრთელობის საფრთხე და წამების რაიმე ნიშანი გამოვლენილიყო, მით უმეტეს, როცა საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმის განხილვას არ შეწყვეტდა. პირიქით, მიანიჭებდა პრიორიტეტს და დიდი ხნის წინ მკაცრი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ. ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის შესწავლა შეწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არ ემუქრება და არანაირი წამებასთან მიმსგავსებული ქმედება არ ხორციელდება. თუ ადამიანი თვითდაზიანებას იყენებს, როგორც ამას ამბობს სამედიცინო კონსილიუმის წევრი წულაძე, ამაზე სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულება მიაქცევს შესაბამის ყურადღებას. მისი მონახულება იგეგმება, გაიგებთ, მალე ვინ მოინახულებს“, – განაცხადა სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა