ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შარლ მიშელი - ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს

ნახვები: 503 შარლ მიშელი - ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს

ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ინტერფაქს უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ დონორთა კონფერენცია, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება, ათვლის წერტილი გახდება უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის.

„ეს ზუსტად ის არის, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უკრაინას არა მხოლოდ სიტყვით დავუჭიროთ მხარი, ეს საკმარისი არაა – საჭიროა გადაწყვეტილებები, საჭიროა ფული, ძლიერი კოორდინაცია და გვჭირდება პოლიტიკური ნება. ჩვენ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გვსურს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალ დონორს მივცეთ შესაძლებლობა, გამოავლინოს დემონისტრირება უკრაინის მიმართ“, – განაცხადა მიშელმა.

მიშელმა ასევე დაასახელა სამი პრიორიტეტი და სამი მიზანი, რომელსაც ის სატრასტო ფონდის გამოსაყენებლად ხედავს. პირველი, ჰუმანიტარული დახმარება. მეორე მიზანი – ლიკვიდურობა და მესამე – ქვეყნის აღდგენა.

მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფისთვის, ასევე, მნიშვენლოვანია უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერა გრანტებითა და კრედიტებით, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის დონის შენარჩუნება მაქსიმალურ დონეზე.

შარლ მიშელის თქმით, სატრასტო ფონდის იდეა პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფონდი რაც შეიძლება მალე უნდა გააქტიურდეს.

უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო დონორთა კონფერენცია პოლონეთსა და შვედეთში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება.

ამასთან, პოლონეთში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც ამ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა