თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

რომან გოცირიძე: „ბანკებს რა ენაღვლებათ: გაუძვირა ეროვნულმა ბანკმა ფული? - გაუძვირებს კლიენტებს სესხს“

ნახვები: 133 რომან გოცირიძე: „ბანკებს რა ენაღვლებათ: გაუძვირა ეროვნულმა ბანკმა ფული? - გაუძვირებს კლიენტებს სესხს“

"მაშინ, როცა ქვეყანაში 9 მილიონი ტურისტი იყო შემოსული, ლარი ორჯერ გაუფასურდა ნაკლებტურისტიან პერიოდთან შედარებით. ტურისტების გამუდმებით ხსენება ფასებთან და ინფლაციასთან დაკავშირებით ნიშნავს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ყველა შეცდომის პანდემიაზე გადაბრალებას",- აცხადებს პოლიტიკოსი და სებ-ის ყოფილი თავმჯდომარე რომან გოცირიძე რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით.

გოცირიძის აზრით, სებ-ის გადაწყვეტილებებს აზრი არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ განაგრძობს კომერციულ ბანკებზე, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ოდენობით სესხების გაცემას.

"ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების სესხების განაკვეთი ერთი პროცენტით აწია და იგი 9,5 პროცენტი გახდა. სხვა გამოსავალი არც ჰქონდა, ოღონდ ამის გაკეთებას რა აზრი აქვს, თუ მეორე ხელით კვლავ განაგრძო კომერციულ ბანკებზე ფაქტობრივად შეუზღუდავი ოდენობით სესხების გაცემა. ბანკებს რა ენაღვლებათ, გაუძვირა ეროვნულმა ბანკმა ფული? გაუძვირებს კლიენტებს სესხს"- აღნიშნავ გოცირიძე.

შეგახსენებთ: 2021 წლის 28 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50-ით განისაზღვრა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა