ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სალომე ზურაბიშვილი - ნამდვილად რაც გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკე

ნახვები: 409 სალომე ზურაბიშვილი - ნამდვილად რაც გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკე

ნამდვილად რაც გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ქვეყნის უსაფრთხოება იყოს ომი. „არ შეიძლება, ჩვენი საბოლოო უსაფრთხოება იყოს ომი, რადგან ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, მოვიგოთ ომი რუსეთთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გზა, რომელიც უკვე იქცა რეალობად.

„ეს არის გზა, რომელიც უკვე იქცა რეალობად. უკრაინის ომმა დაანახა ევროპელ ლიდერებს, რომ გზა, რომელიც გულისხმობდა გრძელვადიან პერსპექტივას, არ აძლევდათ ამ ქვეყნებს მიყოლის სურვილს. აგრესიისა და საფრთხის წინააღმდეგ ამ ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გამოვლენის ერთ-ერთი გზა იყო მათთან მეტი დაახლოება, რის რეალიზაციასაც ახლა ვხედავთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ შესანიშნავია განწყობა, რომელსაც ამჟღავნებს გერმანია ევროპის ქვეყნების მხარდაჭერის კუთხით.

„ვფიქრობ, იმედის მომცემია ახლანდელი ცვლილებები. უფრო დაინტერესებული ვარ დღევანდელი მხარდაჭერით, ვიდრე წარსულის ანალიზით. ვფიქრობ, შესანიშნავია ის განწყობა, რომელსაც ამჟღავნებს გერმანია მისი ხედვით როგორც ევროპის მიმართ, ისე უკრაინის მხარდაჭერით, რომელსაც პირდაპირ უჭერს მხარს. ეს გარკვეულ იმედს იძლევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: „ევროპის ქვეყნებს რომ უფრო სწრაფად მოეხდინათ რეაგირება, ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი განვითარებული მოვლენების თავიდან აცილება, ზურაბიშვილმა განცხადა, რომ ერთიდან მეორე მხარეზე პასუხისმგებლობის დაკისრება არ სურს.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებს მეტის გაკეთება შეეძლო, თუმცა მოვლენებზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია.

„არ მსურს პასუხისმგებლობის დაკისრება ერთიდან მეორე მხარეზე. დიახ, როგორც ევროპის ქვეყნებს, ისე შეერთებულ შტატებს შეეძლოთ, გაეკეთებინათ მეტი, ყოფილიყვნენ უფრო ფხიზლად, ჰქონოდათ მეტი სიცხადე რუსეთის ზრახვების შესახებ, თუმცა ისინი ჩვენზე შორს იმყოფებიან, არ აქვთ იგივე გამოცდილება. მიუხედავად ამისა, ეს არ ცვლის ფაქტს. ამ მოვლენებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ერთია და ეს არის რუსეთი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა