ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება

ნახვები: 373 კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, კულტურის ატაშე ალთეა ქოული-მარფი და პოლიტიკური მრჩეველი უილიამ სიბერი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ქვეყნისა და რეგიონის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის რასაც ჩვენი რეგიონის მიმართ იჩენთ. USAID სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ჩვენი მოქალაქეები იღებენ სარგებელს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროების განსავითარებლად. ასევე მინდა გამოვყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქმიანობა, რომელმაც ჩვენს რეგიონში არაერთი სკოლის სრული რეაბილიტაცია მოახდინა და დამატებით ათასობით მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. მადლობა ჩვენი ქვეყნის და რეგიონის გვერდში დგომისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა