ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ნახვები: 441 ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ უკრაინის დონორთა კონფერენციაზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.

შვედეთის ლიდერი პოლონეთში მიმდინარე კონფერენციის ერთ-ერთი თანამასპინძელია.

როგორც მაგდალენა ანდერსონმა უკრაინის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინას სასწრაფო სჭირდება ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე სამხედრო აღჭურვილობა.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ უკრაინის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად. ეს ხალხი განიცდის უზარმაზარ უსამართლობას და ტანჯვას. მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო 11 წლის ილიას, ოდესელი ბიჭუნას სიტყვებით, რომლებიც მანდ „იუნისეფს“ უთხრა: „მე მეშინოდა. მე მესმოდა აფეთქებები. ნებისმიერ დროს რაკეტა შესაძლებელი იყო, მოხვედროდა ჩემს სახლს და ყველა დაიღუპებოდა“. ეს არის მრავალი ჩვენებიდან მხოლოდ ერთ-ერთი. ეს არც ერთმა ბავშვმა არ უნდა გამოსცადოს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი, ფართომასშტაბური აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროპა აღარ არის იგივე. მსგავსი მონაყოლი უკრაინიდან გვახსენებს ყველაზე საშინელ მომენტებს ევროპის ისტორიაში, სისასტიკეებს, რომლებიც გვეგონა, აღარავინ გამოსცდიდა. ბატონო პრემიერ-მინისტრო შმიგალ, ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი უდიდესი აღტაცება უკრაინელი ხალხის სიმამაცისადმი და მე მთელი გულით ვარ ყველა უკრაინელთან, რომელიც იტანჯება ამ ომის გამო. ჩვენ მადლობლები ვართ, რომ დღეს აქ იმყოფებით და პრეზიდენტი ზელენსკი ვირტუალურად შემოგვიერთდება. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, უკრაინა მოიგებს ამ ომს და ჩვენ ვიდგებით თქვენ გვედით. დღეს ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს კოლექტიურ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისადმი. მოხარული ვარ, რომ ერთად ჩვენ შეგვიძლია, განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – განაცხადა ანდერსონმა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინისადმი კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხარდაჭერაზე და უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა