თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერს ხელს

ნახვები: 557 ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერს ხელს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერს ხელს. უკრინფორმის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს ლენდ-ლიზის კანონს, რათა დაიცვას დემოკრატია უკრაინაში 2022 წლისთვის“, – აღნიშნა ფსაკიმ.

ფსაკიმ დაადასტურა ცნობები იმაზე, რომ ბაიდენი ორშაბათს დაესწრება „დიდი შვიდეულის“ ვირტუალურ შეხვედრას, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოფორმატის საშუალებით შეუერთდება.

„ისინი განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლოდროინდელ მოვლენებს და პუტინის ომის გლობალურ გავლენას, ასევე უკრაინის მხარდაჭერას და კოლექტიური პასუხის სახით G7-ის ერთიანობის დემონსტრირებას“, – აღნიშნა ფსაკიმ.

მიმდინარე წლის 28 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლენდ-ლიზის გახსნის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე განახორციელა ლენდ-ლიზი საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე ქვეყნებისთვის, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მხარდასაჭერად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ე.წ. ლენდ-ლიზის ფარგლებში აშშ-მა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა, იარაღი და საჭირო სტრატეგიული ნედლეული გასცა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის მიმდინარეობაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა