ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა წინ გადადგმული ნაბიჯია - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ნახვები: 293 შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა წინ გადადგმული ნაბიჯია - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

„19 აპრილის შეთანხმება ყოველგვარი გადახვევის გარეშე, სრული სიზუსტით უნდა იყოს შესრულებული", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრილიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს შეთანხმების საბოლოო ხაზი არ არის.

„შეთანხმება არ არის საბოლოო ხაზი. შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა მოგვარდეს.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სიზუსტით. მოვუწოდებ ბატონ მელიას გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომლებიც შეთავაზებულია ევროპის პოლიტიკური კოლეგებისგან და პარტნიორებისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არჩეულმა პარტიის წევრებმა გამოხატონ სურვილი, რომ შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც ზემოაღნიშნული შეთანხმების სწრაფ და დაუყოვნებლივ განხორციელებას უზრუნველყოფს",- თქვა მან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის ოფიციალური ვიზიტი თბილისში გუშინ, 28 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა