Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო - პუტინს არ სჯერა, რომ ომში წაგება დასაშვებია

ნახვები: 684 ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო - პუტინს არ სჯერა, რომ ომში წაგება დასაშვებია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში ძალების გაორმაგება ომში მას გამარჯვებას მოუტანს. შესაბამისი განცხადება  ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსმა გააკეთა, იტყობინება Reuters-ი.

„მას არ სჯერა, რომ ომში წაგება დასაშვებია“, - თქვა ბერნსმა და დასძინა, -"ვფიქრობ, ის ახლა დარწმუნებულია, რომ ძალების გაორმაგება მაინც მისცემს მას პროგრესის მიღწევის საშუალებას."

ასევე, ბერნსმა თქვა, რომ ჩინეთი ყურადღებით აკვირდება რუსეთის კონფლიქტს უკრაინაში და ეს გავლენას ახდენს ჩინეთის ლიდერების პოზიციაზე ტაივანთან დაკავშირებით, რომელზეც პეკინი აცხადებს პრეტენზიას.

„ვფიქრობ, ჩინეთის ხელმძღვანელობა ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ ყველაფერს“, - თქვა ბერნსმა.

მას მიაჩნია, რომ არსებული ვითარება არ შეცვლის ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის გრძელვადიან მიზნებს ტაივანთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა