რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით დაინიშნა

ნახვები: 524 გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე მეორე ვადით დანიშნა.

გოგიტა თოდრაძე საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა, რომლის შემდეგაც შერჩეული კანდიდატურები შესათანხმებლად საქართველოს პარლამენტში გაიგზავნა.

საქსტატის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა თოდრაძის კანდიდატურა 80 ხმით (წინააღმდეგი – ერთი) დაამტკიცა. მიმდინარე წლის 3 მაისს გამართულ სხდომაზე, საქსტატის საბჭომ ის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია და საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგინა.

გოგიტა თოდრაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის (სტატისტიკის), ასევე სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2006 წლიდან ის ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს. მას საქსტატში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2002 წლიდან მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2010-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018 წლებში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

გოგიტა თოდრაძე 2017 წლის ნოემბრიდან არის გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბიზნეს სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ხოლო 2019 წლის მაისიდან, გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი.

2018 წელს აირჩიეს გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად, ხოლო 2020 წლის აგვისტოდან სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ.

2009 წლიდან ის ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა