რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ტყუილია, თითქოს დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება-რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

ნახვები: 465 ტყუილია, თითქოს დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება-რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს შესაძლოა, მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

„როგორც ადრეც გვითქვამს, მიხეილ სააკაშვილი არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცნო ღონისძიება. გავაკეთეთ კიდეც განცხადება, რომ თუ იქნება ამის საჭიროება, მას შესაძლოა, მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში, საჭიროების არსებობის შემთხვევაში“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და ვერ ჭამს,- რატი ბრეგაძის თქმით, ეს არის ტყუილი.

რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად გადაადგილდება.

„თქვენ რა ინფორმაციასაც ახლა აჟღერებთ, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ტყუილი. ნუ ემსახურებით დეზინფორმაციას. თქვენ ახლა მტკიცებით ფორმაში აჟღერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ტყუილი, ის გადაადგილდება დამოუკიდებლად. თქვენ ბრძანეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებაო, ეს იყო თქვენი ფორმულირება. ის, რაც თქვენ თქვით, არის აბსოლუტური სიცრუე, მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდება დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, პირდაპირ გეტყვით, რომ ნუ ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას. თქვენ ამბობთ ტყუილს, როდესაც ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით თქვენ ძაბავთ მათ შორის მათი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ, ხელი შეუწყოთ საზოგადოების მღელვარებას, ეს არის მავნებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა