თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თეა წულუკიანი - თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს

ნახვები: 481 თეა წულუკიანი - თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს

უცნაური პოზიციაა სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობა, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

„თქვენ თუ ჩემს აზრს მეკითხებით, მე მგონია, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უცნაური პოზიციაა, რბილად რომ ვთქვათ, მისი დაკმაყოფილება მიზანშეწონილი მე, პირადად, არ მგონია. თუმცა ის უწყება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაკვირველია ყველა ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით. თავდებში დადგომა იმისათვის, რომ გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ ხოლმე უადგილო იუმორისგან, მაგრამ თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა. აქვე დავძენ, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი და იმ ადამიანებისთვის, ვინც ვიყავით ოპოზიციაში და დღეს ვართ ხელისუფლებაში. ეს არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება. შესაბამისად, პენიტენციური სამსახური, როგორც ჩემი მინისტრობის დროს ყველაფერს აკეთებდა და იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე ხანდახან საჭირო იყო, რომ ბატონი ბაჩო ახალაიას, ბატონი ვანო მერაბიშვილის, ძალიან ბევრი მწვალებლის, რომლებიც ციხეებში მუშაობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოფილიყო ზედმიწევნით დაცული, სწორედ ასე გრძელდება დღესაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

მთავარი აქ არის ის, რომ თავად პატიმარმა მოისურვოს ის მზრუნველობისა და მკურნალობის მიღება, რომელსაც სახელწიფო სტრუქტურები მას სთავაზობენ. გასაგებია, რომ ძნელია ციხეში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ციხეში აბსოლუტურად სხვა პირობებია. მაგრამ თავისუფლების აღკვეთა არასდროს არ არის მაინც ადვილი, ეს ყველაფერი გასაგებია; მაგრამ სასჯელი არის სასჯელი და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავისი სასჯელი ღირსეულ პირობებში და ჯანმრთელობის დაცვით, პრინციპის შესაბამისად მოიხადოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა