თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ექიმებს საქმის კეთება უნდა ვაცადოთ, მეათასეხარისხოვანია სააკაშვილთან მნახველების დაშვების საკითხი-სერგეენკო

ნახვები: 543 ექიმებს საქმის კეთება უნდა ვაცადოთ, მეათასეხარისხოვანია სააკაშვილთან მნახველების დაშვების საკითხი-სერგეენკო

ექიმებს საქმის კეთება უნდა ვაცადოთ, მეათასეხარისხოვანია მნახველების დაშვების საკითხი, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას.

სერგეენკოს თქმით, კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს ძალიან დამაზიანებელია პოლიტიკური წნეხი ექიმებზე, პირველ რიგში პაციენტისთვის.

„პაციენტის მკურნალობაზე პასუხისმგებელია მისი მკურნალი ექიმი ან ექიმები. როცა კითხვები ან გარემოებები ჩნდება იმაზე, რისი მოგვარებაც იქ რთულია, დგება კონსილიუმი, რაც ნიშნავს არა იმას, რასაც აქამდე ვუყურებდით, როცა სპეციალისტების ჯგუფი შედიოდა, სიტუაციას სწავლობდა, დასკვნას წერდა და აგზავნიდა მკურნალ ექიმებთან, ამას ჰქვია კლინიკური აუდიტი, კონსილიუმი კი, სულ სხვა რამეა. კონსილიუმია, როცა მკურნალი ექიმები და სპეციალისტები ერთად სხდებიან, ყველა არგუმენტს აჯერებენ, დასკვნას დებენ და არ აგრძელებენ მიმოწერას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. თუ ამ დასკვნაში გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, რისი მოგვარებაც არ შეიძლება ადგილზე და გადასაყვანია სხვაგან – ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, ეს ყველაფერი იქ უნდა აისახოს. ამ სიტუაციაზე რა წარმოდგენაც შევიქმენი და კონტურები, სასჯელაღსრულებაში არავის არ აქვს წითელი ხაზები გავლებული იმაზე, რომ რაც სჭირდება ადამიანს, ის გაუკეთდეს, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს ასე და არა – პოლიტიკური დემარშებით და ნაბიჯებით. აქ არ ვგულისხმობ ოჯახს, მათი პოზიცია გასაგებია. ექიმებს თავისი საქმის გაკეთება უნდა ვაცადოთ. მეათასეხარისხოვანია მნახველების დაშვების საკითხი. პირველი პაციენტის ინტერესი და სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურის სწორი დაგეგმვაა. მნახველი შევა თუ არა, ეს ყველაფერი გაირკვევა. ექიმებს მუშაობა ვაცადოთ.

აქამდე რაც კეთდებოდა, კლინიკური აუდიტი იყო, კონსილიუმი კი იმას ნიშნავს, როცა კოლეგები ერთად სხდებიან და იქვე აჯამებენ ამ ყველაფერს. კონსილიუმი სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში გაემართება თუ კერძო კლინიკაში, ეს პრინციპულად არაფერს ცვლის, ეს არის „ქეის მენეჯმენტი“, უმარტივესი დასაგეგმარებელია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა