სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

არწმუნებული ვარ, ტრანზაქციებზე ყველა დეტალი გაირკვევა-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 451 არწმუნებული ვარ, ტრანზაქციებზე ყველა დეტალი გაირკვევა-არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დარწმუნებულია, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს ეხება.

მისივე თქმით, მიუღებელია ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობა, ეს თემა სანქციების საკითხს მიაბან და შეერთებულ შტატებს დაუკავშირონ.

„ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანტროპი, თავისუფალი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, მასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ქვეყნის წინაშე ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურება აქვს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილს ამ ბანკთან ჰქონდა დავა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში მოიგო და დადასტურდა, რომ ამ ბანკმა მისი უფლებები დაარღვია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება, რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ამ ტრანზაქციების შეფერხება.

რაც შეეხება ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, სანქციების საკითხს მიაბან და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია, რადგან ამერიკა არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ელჩს, ევროკავშირის ელჩებს, მათი ანტიდასავლური პოლიტიკა არის მათი ხელწერა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა