თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შვეიცარიულ ბანკთან მიმართებაში პრეტენზიები ადრეც იყო, ამ თემაში აშშ-ის მონაწილეობა მნიშვნელოვანწილად გამორიცხულია - გია ვოლსკი

ნახვები: 440 შვეიცარიულ ბანკთან მიმართებაში პრეტენზიები ადრეც იყო, ამ თემაში აშშ-ის მონაწილეობა მნიშვნელოვანწილად გამორიცხულია - გია ვოლსკი

შვეიცარიულ ბანკთან მიმართებაში პრეტენზიები ადრეც იყო, ჩვენ ვიცით აშშ-ის მყარი პოზიცია, რაც პარტნიორ ქვეყანას შეეხება, მისთვის საქართველო არის საგანგებო მნიშვნელობის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემაში აშშ-ის მონაწილეობა მნიშვნელოვანწილად გამორიცხულია.

„გუშინ ირაკლი კობახიძემ გარკვეული ვარაუდები გამოთქვა და მაინც და მაინც შეთქმულების თეორიაზე ნუ ისაუბრებთ. შეთქმულებების ავტორები და ოსტატები ის ხალხია, ვინც სახელისუფლო პოლიტიკას უპირისპირდება. ნაკლებად სავარაუდოა – ვარაუდი კი ყველაფერზე უნდა დაუშვა, რომ შვეიცარიული ბანკის არასათანადო, არაკეთილსინდისიერი მოქმედებების იქით კიდევ რამე იყოს, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, რომ დაშვევები არ გააკეთო. შვეიცარიულ ბანკთან მიმართებაში პრეტენზიები ადრეც იყო. ჩვენ ვიცით აშშ-ის მყარი პოზიცია, რაც პარტნიორ ქვეყანას შეეხება – მისთვის საქართველო არის საგანგებო მნიშვნელობის. არ გამოვრიცხოთ სხვა ფაქტორები, რაც ამ კომბინაციებში შეიძლება იყოს ჩართული. მაგალითად, რუსეთის დაინტერესება, რომ საქართველოში დესტაბილიზაციას მუდმივი, პერმანენტული ხასიათი მიეცეს, ვინაიდან საქართველო არის ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი ენერგო რესურსებისთვის. ამ თემაში აშშ-ის მონაწილეობა მნიშვნელოვანწილად გამორიცხულია. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ვარაუდების დაშვების უფლება და საშუალება“, – განაცხადა ვოლსკი.

გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე ოპოზიცია საკუთარ ინტერპრეტაციას აკეთებს.

„რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიცია საკუთარ ინტერპრეტაციას აკეთებს. პირიქით, ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი თემა არის დავა, რომელიც მას კონკრეტულ შვეიცარიულ ბანკთან გააჩნია. თუ ვინმე ამ რესურსს იმისათვის გამოიყენებს, რომ მას ხელისუფლების გადაწყვეტილებები მეორე ფრონტის გახსნაზე წაახალისოს, ეს მცდარი და წარუმატებელი მცდელობა იქნება. უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, რომ ვარაუდი რეალური არ არის. აშშ მყარ პოზიციაზე რჩება, რაც გამოხატულია თუნდაც კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებებით. დასავლეთის საფიქრალი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, როგორმე საქართველოში დესტაბილიზაცია არ დაუშვას, რაშიც ერთმანეთთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსეთის ინტერესების ერთმანეთს ემთხვევა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა