ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯონათან ჯანოგლი - ქართველები ფრთხილობენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ომი უნდა დაიწყოს

ნახვები: 534 ჯონათან ჯანოგლი - ქართველები ფრთხილობენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ომი უნდა დაიწყოს

ქართველები ფრთხილები არიან, ისინი ფრთხილობენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ომი უნდა დაიწყოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ეს არარეალური პერსპექტივაა, – ამის შესახებ საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლმა განაცხადა. 

„როდესაც 2008 წელს საქართველოში შეჭრა მოხდა, ქართველები ფიქრობდნენ, რომ დახმარება მოვიდოდა და რუსეთთან ომი არ მოხდებოდა. ამიტომ, ქართველები ფრთხილები არიან. თუ დააკვირდებით, რაც ახლა ხდება, ნახავთ, რომ ისინი ფრთხილობენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ომი უნდა დაიწყოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს არარეალურია. ეს არის ქვეყანა, მოსახლეობით უელსის ზომის, ვფიქრობ, დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი. მოსაზრება, რომ ისინი რუსულ არმიას დაამარცხებენ, არარეალურია. ეს არარეალური პერსპექტივაა.

მეორეს მხრივ, თუ ჩვენ დავუბრუნდებით 2008 წელს და დასავლეთი მიიღებდა გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით, მაშინ ვფიქრობ, გაცილებით ნაკლებსავარაუდო იქნებოდა რუსეთის შეჭრა. თუ ჩვენ ვიზრუნებდით მაშინ, როგორც ახლა ვაკეთებთ, ბევრად ნაკლები ხალხი დაიღუპებოდა, გაცილებით ნაკლები ტერიტორია იქნებოდა დაკარგული. ვფიქრობ, რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ისინი საქართველოში, უკრაინაში შევუშვით“,- განაცხადა ჯანოგლმა.

2014 წლის უკრაინის ომის შემდეგ, არასდროს ვყოფილვარ ისეთ ქვეყანაში, სადაც უკრაინის მიმართ ასეთი მხარდაჭერაა, როგორიც საქართველოში აქვთ, – განაცხადა ჯონათან ჯანოგლმა.

„ვიტყოდი, რომ თბილისში ყოველ მეხუთე ფანჯარაში უკრაინის დროშაა. ასევე გამართეს დიდი დემონსტრაციები. მთავრობა მუდმივად გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. საქართველოს მთავრობა გაერო-ში თანმიმდევრულად აძლევდა ხმას კენჭისყრაზე დასავლურ, ანტირუსულ რეზოლუციებს.

ერთი სფერო, სადაც ქართველებს დავა აქვთ, არის სანქციებთან დაკავშირებით. საქართველოს რუსეთი არ ჰყავს სანქცირებული. თუ იცით, საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის ბირჟაზეა წარმოდგენილი, მაშინ ფაქტობრივად იცით, რომ ისინი ასრულებენ სანქციებს რუსეთის მიმართ. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ არ სურთ დიდი დათვისთვის კუდის მძიმედ მოქაჩვა, როდესაც ის ასე ახლოსაა მათთან, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, ისინი უკრაინას სრულ მხარდაჭერას აძლევენ და უზარმაზარ დახმარებას უგზავნიან“,- განაცხადა ჯანოგლმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან მაღალია, ვგულისხმობ, რომ ისინი ევროკავშირისკენ იყურებიან.

„საქართველო სულ უფრო მეტად იღებს ევროკავშირის ტიპის რეგულაციას. მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც უბიძგებს მათ გაწევრიანების გზაზე. მიიღეს ევროკავშირის ვიზა. ასე, რომ ქართველებს ახლა შეუძლიათ ევროკავშირში სამი თვით წასვლა. ისე, რომ სულ უფრო მეტად ინტეგრირებულია ევროკავშირში უკვე“,- განაცხადა ჯონათან ჯანოგლმა.

ამასთან, მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის წევრებს ესაუბრება, მათ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა