Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ქართულმა ოცნებამ“ შესაძლებელი გახადა, მეტი ქალი ჩართულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში-კალაძე

ნახვები: 485 ქართულმა ოცნებამ“ შესაძლებელი გახადა, მეტი ქალი ჩართულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში-კალაძე

ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით და შესაძლებელი გახადა, მეტი ქალი ჩართულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართული პოლიტიკის, „ქართული ოცნების“ და ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ისტორიაში.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დამსწრე საზოგადოებას. განსაკუთრებით მივესალმები აქ შეკრებილ ძლიერ ქალებს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით აძლიერებენ ჩვენს გუნდს და ქვეყანას, აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესებში.

ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართული პოლიტიკის, ჩვენი პარტიისა და ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ისტორიაში.

დღეს ფუძნდება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, რასაც წინ უძღოდა დიდი სამუშაოები და ნაყოფიერი შეხვედრები რეგიონებსა და თბილისში, ჩვენი გუნდის წევრ ქალებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას დიდი ისტორია აქვს.

„შორეულ წარსულს, თამარ მეფესა და რუსუდანს რომ არ გადავწვდე, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოსა და ევროპაში, რომლის 1921 წლის კონსტიტუცია ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო და არა მარტო საარჩევნო, ყველანაირ თანასწორობას უზრუნველყოფდა.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის დაკარგვიდან დღემდე, ქმედითი და არსებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით აღარ გადადგმულა, თუმცა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით და შესაძლებელი გახადა, მეტი ქალი ჩართულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია ღირსეულად და წარმატებით იმუშავებს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რაც ქვეყანაში დგას ქალების წინაშე.

„ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ეკონომიკურ თუ საკანონმდებლო თავსებადობას არ გულისხმობს, ეს ნიშნავს პროგრესულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურასა და ქალთა სათანადო ჩართულობას პოლიტიკაში.

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალებს ორმაგი ძალისხმევის გაწევა უწევთ. დღემდე ყველაზე განვითარებულ დემოკრატიებშიც კი, იშვიათობაა აუნაზღაურებელი, უხილავი საშინაო შრომის ხილვადობის გაზრდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრგან არსებობს ანაზღაურების კუთხით არსებული დისბალანსი ქალებსა და მამაკაცებს შორის, არაერთი სხვა უთანასწორობა. ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია, თუკი თავად ქალები არ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია ღირსეულად და წარმატებით იმუშავებს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რაც ჩვენს ქვეყანაში დგას ქალების წინაშე.

თქვენ, ახალ სტანდარტს დანერგავთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაში და აუცილებლად მიაღწევთ დიდ წარმატებას, რომელიც თითოეულ თქვენგანს ეკუთვნის და რომლის მისაღწევადაც, მეც, პირადად, ყოველთვის გვერდში დაგიდგებით.

გამარჯვება ჩვენს ძლიერ ქალებს, გამარჯვება ჩვენს გუნდს!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა