ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირიც თანდათან ერწყმის ნატო-ს, ექცევა ნატო-ს ქვეშ, რაც თავის მხრივ, უფრო ხმამაღლა მეტყველებს მის გლობალურ ამბიციებზე-ლავროვი

ნახვები: 395 უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირიც თანდათან ერწყმის ნატო-ს, ექცევა ნატო-ს ქვეშ, რაც თავის მხრივ, უფრო ხმამაღლა მეტყველებს მის გლობალურ ამბიციებზე-ლავროვი

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირიც თანდათან ერწყმის ნატო-ს, ექცევა ნატო-ს ქვეშ და ეს, თავის მხრივ, უფრო და უფრო ხმამაღლა მეტყველებს მის გლობალურ ამბიციებზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთში არსებობს მოსაზრება, რომ გლობალური ეკონომიკის მართვა უნდა გადავიდეს „დიდი შვიდეულის“ ხელში.

ლავროვის განცხადებით, არავინ არის დაზღვეული ექსპროპრიაციისგან, სახელმწიფო მეკობრეობისგან, ამიტომ არა მარტო რუსეთი, არამედ მრავალი სხვა ქვეყანა ამცირებს დამოკიდებულებას აშშ დოლარზე, დასავლურ ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს აშშ-ის თავდასხმის ქვეშ იმყოფება ყველა, ვინც მზად არის, გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა.

„კოლექტიურმა დასავლეთმა გამოგვიცხადა ტოტალური ჰიბრიდული ომი და რთულად პროგნოზირებადია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, მაგრამ ცხადია, რომ ამის შედეგებს ყველა იგრძნობს გამონაკლისების გარეშე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თავიდან აგვერიდებინა პირდაპირი შეტაკება, მაგრამ რა თქმა უნდა, ნასროლ გამოწვევას ვიღებთ. სანქციები პრაქტიკულად ყოველთვის იყო. დასავლელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენი ქვეყნის იზოლირების გეგმები განწირულია. ბევრი ექსპერტი ამას უკვე აღიარებს, მართალია არა ღიად, რადგან ღიად ამის თქმა არაპოლიტკორექტულია“, – თქვა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა