სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას-ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნახვები: 434 მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას-ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას. მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ პერსპექტივას ელოდებიან, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრილიჩ-რადმანიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ზეწოლის გაძლიერება რუსეთზე, რათა შეაჩეროს აგრესია.

„რეგიონი მრავალი გამოწვევის წინაშეა. უკრაინაში ომს აქვს უარყოფითი გავლენა და უარყოფითი შედეგები. დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გზავნილი, რომ მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანელი პარტნიორების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. აუცილებელია, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და წინსვლა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით. სამწუხაროდ, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ მეტ განადგურებას, მსხვერპლს. შესაბამისად, საჭიროა ზეწოლის გაძლიერება რუსეთზე, რომ შეაჩეროს აგრესია. ხორვატია მხარს უჭერს სანქციების პაკეტს. ხორვატიას შეუძლია, უზრუნველყოს ენერგოუსაფრთხოება თავისი გეოსტრატეგიული პოზიციებიდან და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას არა მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით. ეს ჩვენი უშუალო სამეზობლოა. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი იმ ქვეყნებს, რომლებიც ელოდებიან ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ უნდა მოვახდინოთ დომინოს ეფექტის პრევენცია მესამე ქვეყნებიდან“, – განაცხადა გორდან გრილიჩ-რადმანიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა