ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 325 დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები-ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მას შეხვედრები ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანების გავაცნობთ“, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა