რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება- დავითაშვილი

ნახვები: 342 სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება- დავითაშვილი

სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური და ილახება თუ არა ამ განაჩენით საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია.

„საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის ცალსახად დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან. შესაბამისად, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება. რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციასა და იმიჯს, საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული, ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს, რომ კანონის უზენაესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი, ვთანხმდებით ამაზე? მგონი, ვთანხმდებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა