Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

SD: გვარამია დააკავეს, 8 ქალაქის ჩინოსნებს კი 73-ის ნაცვლად 765 ავტომობილი ემსახურებოდა

ნახვები: 550 SD: გვარამია დააკავეს, 8 ქალაქის ჩინოსნებს კი 73-ის ნაცვლად 765 ავტომობილი ემსახურებოდა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 8 ქალაქის ჩინოსნებს რეკომენდებული 73-ის ნაცვლად 765 ავტომობილი ემსახურებოდა, ამასთან მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კერძო კომპანიის ბალანსზე მყოფი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის მოხმარების გამო.

ფლანგვის დეტექტორში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურის სხვადასხვა ანგარიშებით, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, სენაკში, ქობულეთში, ბათუმში, ოზურგეთსა და მარნეულში ავტომობილების ოდენობამ მთავრობის მიერ დადგენილს 692 ერთეულით გადააჭარბა.

აგრეთვე, 4 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა 1 038 შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეებმა “ჩაასხეს” იმაზე მეტი საწვავი, ვიდრე ამ ავტომობილების ავზების მოცულობა იყო. მაგალითად, მარნეულში ჩინოსნებმა 100 ტონამდე საწვავი მოიხმარეს შემთხვევებზე, როდესაც გადაადგილება არ იყო დაკავშირებული სამსახურებრივ საქმიანობასთან.

ხოლო მარნეულსა და ქუთაისში 14 800 ლიტრი საწვავი დახარჯულია საშვებულებო პერიოდში, როდესაც თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 7 მუნიციპალიტეტში - ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, მარნეულში, ბათუმსა და ქობულეთში - საწვავში ჯამში 3 297 346 ლარი დახარჯა. მუნიციპალიტეტებმა აუდიტის სამსახურს ვერ დაასაბუთეს, რაში ხარჯავდნენ ასიათასობით ლარის საწვავს, თუმცა ამის გამო პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა